"ესეც გაივლის... ნუ გადაიწურავთ იმედს" - გიორგი მინდაძე

15.10.25 21:14
"ესეც გაივლის... ნუ გადაიწურავთ იმედს" - გიორგი მინდაძე

"ესეც გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ სასურველ შედეგამდე ბევრი დაგვაკლდა, მაინც ნუ გადაიწურავთ იმედს" - ამის შესახებ სინდისის პატიმარი, გიორგი მინდაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. 

წერილში სინდისის პატიმარი აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბერს კიდევ ერთი ურიცხვი ადამიანის მხარდაჭერა იგრძნო, კიდევ ერთი შეუპოვარი ბრძოლა დაინახა და მისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. 

სალამი, მეგობრებო! 

დღეს 8 რიცხვია. ეს დღეებია, ვფიქრობ, რით გაგამხნევოთ. მართალია, 4-ის ამბებით საზოგადოების 70-80% სრულიად იმედგაცრუებულნი დარჩით, თუმცა ესეც გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ სასურველ შედეგამდე ბევრი დაგვაკლდა, მაინც ნუ გადაიწურავთ იმედს. არ გეგონოთ ეს წერილი ჩემი ხვეწნა-მუდარა რიგითი საცოდავისგან, არა! ეს არის გამხნევება იმ ადამიანისგან, რომელიც ამაყობს თქვენით. ახლა აღგიწერთ, რა დავინახე, მე რა ვიგრძენი: კიდევ ერთი ურიცხვი ადამიანის მხარდაჭერა, კიდევ ერთი შეუპოვარი ბრძოლა, ერთი რიგითი უმნიშვნელოვანესი დღე ჩემს ცხოვრებაში. ერთადერთი, რაზეც აუცილებლად ვიწუწუნებ ის არის, რომ ჩემი ფიზიკური და ყოფითი მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე, მიმეღო მონაწილეობა ამ საოცარ და საამურ მარშში. თუმცა შემიძლია, ბედნიერიც ვიყო, რადგან მე იმ ადამიანების სიაში ვარ, ვის გამოც ეს ამბავი დღემდე მიმდინარეობს. მადლობა ყველას იმისთვის, რომ ასეთი კარგები ხართ, მადლობა ყველას იმისთვის, რომ ქართველები ხართ!  და მადლობა, რომ ხართ!" - წერს გიორგი მინდაძე. 

მსგავსი სიახლეები