"ასაკი ინდულგენცია ვერ იქნება" - "ოცნების" კანონპროექტი სავარაუდოდ, არასრულწლოვანებზეც გავრცელდება

16.10.25 14:03
"ასაკი ინდულგენცია ვერ იქნება" - "ოცნების" კანონპროექტი სავარაუდოდ, არასრულწლოვანებზეც გავრცელდება

აქციებთან დაკავშირებული, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანებზეც გავრცელდება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

ნინო წილოსანმა კი მედიას უთხრა, რომ ასაკი ინდულგენცია ვერ იქნება.

თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგოა, ის ვრცელდება ადამიანის ასაკის და მისი პროფესიის მიუხედავად. ასაკი ვერ იქნება ინდულგენცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასწრულწლოვანთა კოდექსით უბრალოდ სასჯელი არის განსხვავებული", - ამბობს ნინო წილოსანი. 

"ოცნების" განაყოფი პარტიის, "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი კი დღეს კანონმდებლობის ჰუმაურობაზე საუბრობდა და ირწმუნებოდა, რომ არასწრულწლოვნების მისამართით გარკვეული შეღავათები იქნება. 

საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ასეთ მცნებას, როგორიცაა არასრულწლოვანის დანაშაული და რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ჰუმანურია არასრულწლოვნების მიმართ, ვიდრე ჩვეულებრივი ზრდასრული ადამიანის მიმართ. ასე რომ გარკვეული შეღავათები, რა თქმა უნდა, იქნება არასწრულწლოვნების მიმართ, მაგრამ, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ კანონი არ იმოქმედებს და ვინმეს ექნება გამონაკლისი ან პროფესიის ან ასაკის გამო", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები