არქიმანდრიტ დოროთეს პასუხი საპატრიარქოს

16.10.25 18:19
არქიმანდრიტ დოროთეს პასუხი საპატრიარქოს

 

 

 

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ეპარქიულ კომისიაზე გამოცხადებას არც შემდეგ სხდომაზე აპირებს.

როგორც მამა დოროთემ “პირველებს“ სატელეფონო საუბრისას უთხრა, “რაც დღეს საპარტიარქომ გააკეთა, კატასტროფაა.“

“შემდეგ დაბარებაზე უნდა გამოცხადდესო, მე არც შემდეგზე გამოვცხადდები“, - ამბობს დოროთე ყურაშვილი

აქეთ მწამებენ ცილს, ჩანაწერი გავრცელდა, იმას უარყოფენ, გავრცელებულსაც უარყოფენ და მე მწამებენ აქეთ ცილს, ეს არის კატასტროფა, რაც ამათმა გააკეთეს დღეს. წარმოიდგინეთ, ისე იყვნენ დაბნეულები, რომ 2026 წელი ეწერათ, 25 -ის ნაცვლად. შემდეგ დაბარებაზე უნდა გამოცხადდესო, მე არც შემდეგზე გამოვცხადდები, - ეუბნება “პირველებს“ არქიმანდრიტი.

ცნობისთვის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის საპატრიარქომ მკაცრი გაფრთხილება მისცა.

გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიამ მიიღო ნათქვამია, რომ ბეთლემის მაცხოვრის ტაძრის წინამძღვრს ახსნა-განმარტებისთვის მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს. 

საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საჯარო განცხადებებში დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები იკვეთება. 

მსგავსი სიახლეები