დღეს ლუკამ საგნები აირჩია, რომელსაც მომავალი სემესტრის განმავლობაში გაივლის უნივერსიტეტში - ადვოკატი
ადვოკატ რუსა აგურაშვილის ინფორმაციით, სინდისის პატიმარმა ლუკა ჯაბუამ უნივერსიტეტის საგნები აირჩია.
როგორც ის წერს, “ეს კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ლუკას მთავარი და ერთადერთი მიზანი პიროვნული და ქვეყნის განვითარებაა.“
დღეს ლუკა ჯაბუა მოვინახულე ციხეში.
თუმცა, სხვა დღეებისგან განსხვავებით, ვიზიტის მიზეზი უჩვეულო იყო. არ გვისაუბრია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე.
დღეს ლუკამ საგნები აირჩია, რომელსაც მომავალი სემესტრის განმავლობაში გაივლის უნივერსიტეტში.
ეს კიდევ ერთი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ლუკას მთავარი და ერთადერთი მიზანი პიროვნული და ქვეყნის განვითარებაა.
ამას აკეთებდა თავისუფლებაზე ყოფნის დროს და იგივეს აგრძელებს საკანშიც, თავისთვის, ჩუმად. სწავლების მინდინარეობა ჩვეულებრივისგან ოდნავ განსხვავებული იქნება, თუმცა მთავარი მისი მიზანდასახულობაა. მთავარია, რომ ამ შენობაშიც კი, შინაგანად თავისუფალი რჩება!
უდანაშაულობის პრეზუმფცია მხოლოდ კანონში არ წერია. ხშირად ის პირის ქმედებებშიც გამოიხატება და ლუკა ამისი ნათელი მაგალითია!
აქვე, დიდი მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს მისთვის მიცემული შესაძლებლობებისთვის!,- წერს ადვოკატი.