დავდივარ თავზე ძვლის გარეშე, ტკივილით, შიშით და უპასუხოდ, დღემდე არცერთი უწყება არ შემხმიანებია - ალექსი თირქია
პროევროპულ აქციაზე დაშავებული ალექსანდრე თირქია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და კითხულობს, „ვის უნდა მიმართოს, როცა თვითონ თავზე ძვლის გარეშე, ტკივილით, შიშით და უპასუხოდ დადის, დამნაშავე კი დღემდე თავისუფალია.“
მას ასევე აინტერესებს,“სადაა კომპენსაცია, როცა ადამიანი ასეთ დღეშია მიყვანილი და რატომ არავინ სვამს კითხვას, დაისაჯა თუ არა მოძალადე.“
თირქიას თქმით, მას დღემდე არავინ შეხმიანებია და დახმარებია.
ვის უნდა მივმართო, როცა სამართალი ჩუმია? დამნაშავე დღემდე თავისუფალია. მე კი ტრავმირებული დავდივარ — თავზე ძვლის გარეშე, ტკივილით, შიშით და უპასუხოდ. დღემდე არცერთი უწყება არ შემხმიანებია, არცერთი ხმა ხელისუფლებიდან, არცერთი დახმარება სახელმწიფოსგან. სადაა კომპენსაცია, როცა ადამიანი ასეთ დღეშია მიყვანილი?
სადაა ზრუნვა, როცა მოქალაქეს სიცოცხლე დაუნგრიეს? რატომ არავინ სვამს კითხვას — რატომ არ დაისაჯა დამნაშავე? რატომ მე უნდა ვატარებდე შედეგებს, როცა სხვები პასუხისმგებლობას არ გრძნობენ? სისტემა, რომელიც თვალებს ხუჭავს ტრაგედიაზე, თანდათან თავად ხდება თანამონაწილე. მე კი დღესაც ვდგავარ კითხვით — ვის მოვთხოვო პასუხი, როცა სამართალი დუმს?, - წერს თირქია.