“ოცნების“ დაკვეთით დამსაჯეს - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
ეს არის მთავრობის დაკვეთა, და უფრო შორსაც მიდის, ეს არის რუსეთის დაკვეთა, - ასე აფასებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი და ამბობს, რომ მან ისედაც კარგად იცოდა, ვინ ებრძოდა.
არქიმანდრიტის თქმით, მას არაფრის ეშინია, რადგან ბრძოლაში ის ღმერთის მხარდაჭერას გრძნობს.
“მათ მე განაჩენი უკვე გამომიტანეს, რადგან ჩემი დასჯა დააპირეს“, - ამბობს მამა დოროთე.
ვამბობდი, თუმცა ფაქტები ცოტა მქონდა, მაგრამ დღეს ფაქტი მაქვს, რომ ეს არის მთავრობის დაკვეთა, და უფრო შორსაც მიდის, ეს არის რუსეთის დაკვეთა, მე ისედაც ვიცოდი ვინ მებრძოდა, მაგრამ ახლაც ვიცი, ვინ მებრძვის და ვის უნდა ვებრძოლო, ამიტომ ჩემი ბრძოლა არ არის ჩემგან, ჩემი ბრძოლა არის ღვთისგან, მე არაფრის მეშინია. მათ მე განაჩენი უკვე გამომიტანეს, რადგან ჩემი დასჯა დააპირეს, - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.
ცნობისთვის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის საპატრიარქომ მკაცრი გაფრთხილება მისცა.
გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიამ მიიღო ნათქვამია, რომ ბეთლემის მაცხოვრის ტაძრის წინამძღვრს ახსნა-განმარტებისთვის მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საჯარო განცხადებებში დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები იკვეთება.