არქიმანდრიტი დოროთე ზნეობის კომისიის სხდომაზე ანდრია ჯაღმაიძის დაბარებას ითხოვს: პროკურატურას ჩემი დაჭერა შეუკვეთა

16.10.25 22:41
არქიმანდრიტი დოროთე ზნეობის კომისიის სხდომაზე ანდრია ჯაღმაიძის დაბარებას ითხოვს:  პროკურატურას ჩემი დაჭერა შეუკვეთა

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ზნეობის კომისიის სხდომაზე ანდრია ჯაღმაიძის დაბარებას ითხოვს.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მის კომისიაზე დაბარებას, რადგან მანაც არანაკლებად დასწამა ცილი და უფრო მეტიც, “მან პროკურატურას მისი დაჭერა პირდაპირ შუეკვეთა.“

ვინმეს შეუძლია ჩემზე ცილისწამების გამო, მამა ანდრია ჯაღმაიძე იმ კომისიაზე დაიბაროს? მეფეა? მეც ვითხოვ, რომ დაიბარონ და ცილისწამებაზე ბოდიში მოახდევინონ, მან პროკურატურას ჩემი დაჭერა შეუკვეთა. მე დაჭერის არ მეშინია მამა ანდრია, არა, უბრალოდ შენ არ უნდა იყო ასეთი, - თქვა მამა დოროთე ყურაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები