ვაპირებთ ისეთი პროცესის შექმნას, სადაც მეტი ადამიანი დაინახავს საკუთარ როლს და ადგილს - საბა ბუაძე
ბევრი კრიზისი გვაქვს დასაძლევი, მაგრამ ამ კრიზისის დაძლევაში ვხედავ უდიდეს ადამიანურ რესურსს, რომელიც კარზე მითითების მიუხედავად დარჩა აქ, იბრძვის აქ, ქმნის უკეთესი საქართველოს იმედს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ყველა ჯგუფმა დაინახოს საკუთარი თავი ამ პოლიტიკურ პროცესში.
ბევრი კრიზისი გვაქვს დასაძლევი, მაგრამ ამ კრიზისის დაძლევაში ვხედავ უდიდეს ადამიანურ რესურსს, რომელიც კარზე მითითების მიუხედავად დარჩა აქ, იბრძვის აქ, ქმნის უკეთესი საქართველოს იმედს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. ამ რესურსის გამოყენება ჩვენი პასუხისმგებლობაა, მერე რომ არ გამოვიდეთ, პროცესის დასრულების შემდეგ და ვთქვათ, რომ ჯენზი არ გამოვიდა, ახალგაზრდები არ გამოვიდნენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ჯგუფმა დაინახოს საკუთარი თავი ამ პოლიტიკურ პროცესში. მგონია, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მიუხედავად იმ დღის წესრიგისა, რომელსაც არ უნდა ქმნიდეს “ქართული ოცნება“. პირობას გაძლევთ, ვაპირებთ ისეთი პროცესის შექმნას, სადაც მეტი ადამიანი დაინახავს საკუთარ როლს და ადგილს, - განაცხადა საბა ბუაძემ.