დაკავებები განახლდა - დააკავეს 22 წლის სიმონ მახარაძე და აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი
დაკავებების სერია გაახლდა. დააკავეს 22 წლის სიმონ მახარაძე და აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი. მეყანწიშვილის დაკავებაზე ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ირკვევა, რომ მეყანწიშვილი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს, სამოქალაქო აქტივისტს ხელბორკილები 6 წლის შვილის თანდასწრებით აიყვანეს.
მეყანწიშვილის დედა ამბობს, რომ ბინაში 10-მდე სპეცრაზმელი შეუვარდათ.
15 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მისულ ეუთოს თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სწორედ მარიამ მეყანწიშვილი ესაუბრა.