4 წლის ბავშვს იარაღი დაადეს - დაკავებული აქტივისტის ოჯახი პოლიციას ძალადობაში ადანაშულებს
გამთენიისას დაკავებული მახარაძის ოჯახი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.
აქტივისტის ბიძაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და ყვება, რომ დაკავების ოპერაციისას “მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი დაადეს
თავზე”.
"7 საათია და ზუსტად ნახევარი საათის უკან სახლში შემოგვივარდნენ და ჩემი ბიძაშვილი, სიმონ მახარაძე დააკავეს. ავტომატებით შემოგვივარდნენ და ბავშვებს იარაღი დაადეს თავზე.
სახლში შემოვარდნენ, ძაღლებს და კნუტებს დაგიხოცავთო. 4 წლის ბავშვი შეშინებული იყო, იარაღი დაადეს და "მე არაო" ამბობდა. იცოდნენ რომ სახლში ბავშვები იყვნენ და ამხელა სპეცოპერაცია ჩაატარეს.... ”- ყვება ვიდეოში დაკავებულია ოჯახის წევრი.