"პარანოია და ბოროტების ანატომია" - ჩიკვაიძის დედა შემზღუდავ კანონებზე
"პარანოია და ბოროტების ანატომია" - ასე აფასებს პატიმარ გიორგი ჩიკვაიძის დედა "ოცნების" ახალ შემზღუდავ კანონებს. ეკა წერეთელი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული კანონები სწორედ რუსეთის მსგავსია.
ის, რაც დღეს ხდება, ეს არის პარანოია. ბოროტ ზღაპარსაც არ ჰგავს, ეს ბოროტების ანატომიაა. სათავეშია ბოროტება და შემდეგ მისი თანაშემწე ბოროტი ადამიანები, რომლებიც ქმნიან კანონებს, რომელიც მინდა, ვიფიქრო, რომელ ქვეყანას შევადარო და იცით, რა? რატომღაც ისევ რუსეთისკენ წავედი. ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ დგანან და მე არაერთხელ ვყოფილვარ მათთან და ესენი მათ "უსამშობლოებს", "მაწანწალებს", "ფულზე გაყიდულებს" ეძახიან, ნახევარი საათით მოვიდნენ და ნახონ, ვინ არიან ეს ადამიანები. ეს არის ლამაზი სულის ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები. ეს არის ქვეყნისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ადამიანები, - ამბობს ეკა წერეთელი.
ცნობისთვის, 16 ოქტომბერს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო მეტად მკაცრდება.