კობახიძე მკაფიოდ არ ამბობს, მისცემს თუ არა ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჩვენებას
ირაკლი კობახიძე მკაფიოდ არ ამბობს, ყოფილი თანაგუნდელების წინაღმდეგ ჩვენებას მისცემს თუ არა. დღეს ივანიშვილის პარტიის ლიდერს ჟურნალისტებმა კითხეს, აქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია იმ ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ, ვინც მისი მტკიცებით რევოლუციას აფინანსებდა.
ასევე ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებენ თუ არა იმ ადამიანების დაკავებას, ვინც მათი თქმით, ძალადობის დამფინანსებელები არიან, კობახიძე პასუხობს:
მე გითხარით, რომ დაფინანსებული იყო კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, მაგალითად ხაბეიშვილი, რომელიც თვეში 5 ათას ლარს იღებდა. გამოძიება თუ მივა კონკრეტულ ადამიანებამდე, არ ვიცი. მე შემიძლია ყველას ვუთხრა, რომ უწყისი მაქვს ნანახი, სადაც 5 ათასი ლარი იყო მითითებული ანიტასთვის მისაცემი.
რაც შეეხება კობახიძის განცხადებას პრევენციული ზომების მიღებასთან დაკავშირებით - „ოცნების “ პრემიერი ამბობს, რომ ამაში ჯუანშერ ბურჭულაძის და ბიჭიკო პაიკიძის დაკავებას არ გულისხმობდა და “ბევრი სხვა ზომა იქნა მიღებული.“
ბევრი სხვა ზომა მივიღეთ პრევენციული, მაგრამ არ მინდა, რომ განგიმარტოთ, - თქვა მან.
კორუფციის მიმართულებით გამოძიებების და დაკავებების გაგრძელებაზე კობახიძე ამბობს, რომ საგამოძიებო უწყების საქმეა, თუმცა კორუფციასთან ბრძოლა ყველა მიმართულებით კვლავ გრძელდება.
დაველოდოთ გამოძიებას, თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში იმოქმედებენ.