დაკავებების ახალ სერიას სამოქალაქო აქტივისტები აქციის მონაწილეების დაშინების მცდელობად აფასებენ
დაკავებების ახალი სერია- სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი აქციის მონაწილეები შესაშინებლად ხდება, რათა ხალხმა ხმის ამოღება ვერ გაბედოს.
როგორც ისინი ამბობენ, ის, რასაც დღეს “ქართული ოცნება“ აკეთებს, კიდევ ერთხელა დასტურებს, რომ ნული თანაგრძნობა აქვთ ყველა ადამიანის მიმართ.
ამდენი ადამიანის დაკავება იმას ნიშნავს, რომ ხალხი დააშინონ, ვინც პროტესტშია ჩართული და ის მეთოდები, რა მეთოდებსაც ადამიანების დაკავებისას იყენებნ, გაუგონარია. როცა 27 წლის გოგო, 7 წლის შვილის თვალწინ დილას, გამთენისას ასე დააკავებ და მიგყავს, არაფერში ჯდება. ნული თანაგრძნობა ყველა ადამიანის მიმართ, - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.
გელა გელაძის უწყებაში ზუსტად 17:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული. ზაჰესის და დიღმის იზოლატორში კი დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან.