ოჯახის ინფორმაციით, დღეს დაკავებულ კვაჭანტირაძეს გულის მძიმე პრობლემები აქვს

17.10.25 16:31
ოჯახის ინფორმაციით,  დღეს დაკავებულ კვაჭანტირაძეს გულის მძიმე პრობლემები აქვს

ოჯახის ინფორმაციით,  დღეს დაკავებულ კვაჭანტირაძეს გულის მძიმე პრობლემები აქვს და დაკავების დროსაც თავს ცუდად გრძნობდა.

ამის შესახებ იურისტი მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში წერს.

ასევე ოჯახის ინფორმაციით, გამომძიებელი არ პასუხობს მათ ზარებს.

#დაკავებულ კახა კვაჭანტირაძეს ოჯახის ინფორმაციით აქვს გულის მძიმე პრობლემები. დაკავების დროსაც ცუდად ყოფილა.

ამჟამად, ასევე ოჯახის ინფორმაციით გამომძიებელი არ პასუხობს მათ ზარებს.

უნდა მოხდეს მისი ზაჰესში შესახლება, მაგრამ ამბობენ საღამომდეო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სასწრაფოდ აცნობეთ ოჯახს და საზოგადოებას სად და როგორ არის ადამიანი.

საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia სასწრაფოდ ჩაერთეთ და ნახეთ სად და როგორ არის, - წერს არევაძე.

მსგავსი სიახლეები