დავით გიუნაშვილი 70 წელს მიღწეულია, დევნილი, ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია - ადვოკატი
დაკავებულების დავით ღურცკაიასა და დავით გიუნაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფები მოინახულა.
როგორც ის ამბობს, დაკავებულებს ესაუბრა და მათ არანაირ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ჩვენთვის უცნობია თუ რა იქნება ბრალი, ან როდის მიმართავენ სასამართლოს. რაც შეეხება დავით გიუნაშვილს, ის არის 70 წელს მიღწეული კაცი, რომელიც ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი, რომელიც რუსულ რეჟიმს აპროტესტებდა და დგას ყველა პროევროპულ აქციაზე. ის მშვიდობიანი აქციის მონაწილეა, არანაირ ძალადობაში მას მონაწილეობა არ მიუღია, არანაირი სტრატეგიული ობიექტის დაკავებაში მას მონაწილეობა არ მიუღია. მშვიდობიანად აპროტესტებდა ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
რაც შეეხება დავით ღურცკაიას, რომელსაც 3 წლის ბავშვი ჰყავს, დილის 5 საათზე შეუვარდნენ სახლში. ისიც ამბობს, რომ არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა მისი მხრიდან,- განაცხადა გიუნაშვილმა.