სააპელაციომ გიორგი კუჭუაშვილის ბრალი გადააკვალიფიცირა - აქტივისტი საპატიმროს 7 თვეში დატოვებს
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კუჭუაშვილისა და დავით კოლდარის საქმის განხილვა დაასრულა. მოსამართლემ გიორგი კუჭუაშვილს წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირა და 4 წლის ნაცვლად 2 წელი მიუსაჯა.უცვლელი დარჩა დავით კოლდარის სასჯელი.
- მოსამართლეს კუჭუაშვილისთვის ბრალად წარდგენილი - პოლიციელისთვის თავდასხმის მუხლი - 353 პრიმა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადაააკვალიფიცირა - სსკ-ის 353-ე მუხლი და მას სასჯელის სახედ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კუჭუაშვილი საპატიმროს დაახლოებით 7 თვეში დატოვებს.