კარუსელი, ბიულეტინების ჩაყრა, ამომრჩეველზე ზეწოლა - საერთაშორისო ექსპერტებმა ქართულ არჩევნებში სერიოზული ანომალიები აღმოაჩინეს

17.10.25 21:04
კარუსელი, ბიულეტინების ჩაყრა, ამომრჩეველზე ზეწოლა - საერთაშორისო ექსპერტებმა ქართულ არჩევნებში სერიოზული ანომალიები აღმოაჩინეს

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებში დაფიქსებულია სერიოზული ანომალიები, რომლებიც არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე მიანიშნებს. კვლევის მიხედვით, გამოვლინდა ნიშნები, რომლებიც მიუთითებს „კარუსელის“ სქემებზე, ბიულეტენების ჩაყრაზე და ამომრჩეველთა მობილიზების ხელოვნურ ზრდაზე. სპეციალისტების დასკვნით, ოფიციალურ სტატისტიკაში აშკარად ჩანს ხელოვნური ჩარევის კვალი.

რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც პუტინის არჩევნებზე დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აცხადებს, რომ ქართული არჩევნების შედეგები ერთ-ერთში იმეორებს ჩეჩნეთისა და დაღესტანის სცენარს, სადაც ხელისუფლებას ხშირად 100%-იანი მხარდაჭერა უფიქსირდება. მისი თქმით, ზოგიერთი უბნის მონაცემები, სადაც მმართველმა პარტიამ სრული შედეგი აჩვენა, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საარჩევნო პროცესი სრულად იყო უკონტროლო და მანიპულირებადი.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები