21 წლის შემდეგ გაცოცხლებული საქმე - საქართველოს უნივერსიტეტი შესაძლოა, დააყადაღონ
21 წლის შემდეგ გაცოცხლებულმა დავამ საქართველოს უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის შესაძლოა ერთ-ერთი წამყვანი კერძო სასწავლებლის ქონების დაყადაღებამდე მიიყვანოს. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, გამოიძიოს, როგორ აღმოჩნდა სადავო მიწის ნაკვეთი საქართველოს უნივერსიტეტის საკუთრებაში.
საქმე უკავშირდება წლების წინანდელ გარიგებას, რომელსაც ხელისუფლების მხარდამჭერი მედია ხშირად აღწერს, როგორც „გიული ალასანიასათვის სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიწის გადაცემას“.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თავდაპირველად ჩვენება მისცა თეა წულუკიანის მიერ შექმნილ საპარლამენტო კომისიას, შემდეგ კი მიმართა პროკურატურას, რაც, როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლები ამბობენ, პოლიტიკური დევნის და შურისძიების გაგრძელებაა ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წინააღმდეგ.
საქართველოს უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ მორიგი იერიში მიზნად ისახავს თავისუფალი აზრის მქონე სტუდენტებისა და ლექტორების შეკავებას, ხოლო დღევანდელი პრემიერის განცხადებები განიხილება როგორც ამ „დაგეგმილი შტურმის“ პირდაპირი პოლიტიკური სიგნალი.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.