კვალიფიკაციის ამაღლება რუსეთში - როგორ აღმოჩნდნენ გორელი მასწავლებლები სანქტ-პეტერბურგში
გორელი მასწავლებლების რუსეთში გამგზავრება სკანდალად იქცა - პედაგოგები სანქტ-პეტერბურგში ოკუპანტი ქვეყნის დაფინანსებით კვალიფიკაციას გადიოდნენ.
გორის უნივერსიტეტის თანამშრომელი ნათელა ხინჩეგაშვილი, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზატორად სახელდება, ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. სწორედ მის მონაწილეობასთან არის დაკავშირებული ის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გორელი მასწავლებლები ომგამოვლილ ქალაქიდან სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრნენ „კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე“.
ტრენინგების ფარგლებში რუსმა კურატორებმა ქართველ პედაგოგებს ასწავლეს, როგორ უნდა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას.
გარდა სასწავლო კურსებისა, პედაგოგებს ექსკურსიები ჰქონდათ ერმიტაჟში, ნარიშკინ-შუვალოვის სასახლესა და ფაბერჟეს მუზეუმში, ასევე ისინი თეატრალური ბილეთებით უზრუნველყვეს.
საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - ვინ და როგორ დაუშვა, რომ ქართველი მასწავლებლები ოკუპანტ ქვეყანაში გაეგზავნათ ტრენინგებზე, ხოლო გორის სკოლის დირექტორები ახლა ცდილობენ საკუთარი გადაწყვეტილებები განმარტონ.
ექსპერტების შეფასებით, ეს შემთხვევა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გულგრილობისა და ჰიბრიდული ზეგავლენის უყურადღებოდ დატოვების მკაფიო მაგალითია.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.