"ღრიალით შეუვარდნენ, იარაღებით და ოჯახი დააწიოკეს, ბავშვები შეაშინეს" - ბორის ჩელე ყურუა იური ლომაძის დაკავებაზე
ბორის ჩელე ყურუას თქმით, დღეს დილით დაკავებულ პოლიციის კაპიტანს, ყოფილ ჯარისკაცს, იური ლომაძეს სახლში იარაღებით შეუვარდნენ, "ოჯახი დააწიოკეს და მცირეწლოვანი ბავშვები შეაშინეს".
ბორის ჩელე ყურუას ინფორმაციით, სპეცრაზმმა კარზე "ბრახუნი რომ დაიწყო, იურიმ უთხრა, ბავშვები არ შემიშინოთ ისე შემოდით დასაკავებლად მზად გელოდებით, მუხლებზე დავდგებიო".
ამ დილით დააკავეს იური ლომიძე, პოლიციის კაპიტანი, ყოფილი ჯარისკაცი. სახლში ცოლი და ორი შვილი, 6 და 7 წლის ბავშვები იყვნენ.
ბრახუნი რომ დაიწყო სპეცრაზმმა იურიმ უთხრა, ბავშვები არ შემიშინოთ ისე შემოდით დასაკავებლად მზად გელოდებით, მუხლებზე დავდგებიო.
მაინც ღრიალით შემოუვარდნენ, იარაღებით და ოჯახი დააწიოკეს, მცირეწლოვანი ბავშვები შეაშინეს.
დასკვნა თქვენ გამოიტანეთ," - წერს ბორის ჩელე ყურუა.