სად იმყოფება ღარიბაშვილი? - ექს-პრემიერის დაცვის უფროსის პირველი კომენტარი

17.10.25 20:13
სად იმყოფება ღარიბაშვილი? - ექს-პრემიერის დაცვის უფროსის პირველი კომენტარი

 

 

"ქართულ ოცნების" ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის უფროსის განცხადებით, "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი "თბილისშია და დაკავებული არ არის". 

ექს-პრემიერის დაცვის უფროსმა არ უპასუხა "პირველების" კითხვას სახლში [თბილისი, მოსეშვილის ქუჩა] იყო თუ არა ღარიბაშვილი. ამასთან, მისივე მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხვაზე არ ყოფილა. 

არ არის დაჭერილი, თბილისშია - ირაკლი არის თბილისში. არ არის ეგ თქვენი საქმე [თბილისში სახლშია, თუ გამოკითხვაზე სუს-ში]. შესაბამის უწყებაში გიპასუხებენ [დაკავებულია თუ არა ღარიბაშვილი. ბატონი ირაკლი დაცული არის ძალიან კარგად. 

რა თქმა უნდა, არა [არ არის დაკავებული], არა [გამოკითხვაზე არ ყოფილა]," - განაცხადა ექს-პრემიერის დაცვის უფროსმა. 

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ამ დროისთვის, ექს-პრემიერის სახლთან ავტოპარკი ცარიელია და მის სახლში შუქი არ ანთია. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული. 

ცნობისთვის, თამაზ თამაზაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს ვერ უკავშირდება. 

მსგავსი სიახლეები