აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს - დაწვეს ივანიშვილის და პუტინის ფოტო

17.10.25 20:48
აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს - დაწვეს ივანიშვილის და პუტინის ფოტო

პროტესტის 324-ე დღეს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია. მოქალაქეებმა თავის დაცვის მიზნით გზაზე ლენტები გააბეს. 

აქციის მონაწილეების თქმით, როგორი კანონიც არ უნდა მიიღოს "ქართულმა ოცნებამ" ისინი მაინც გამოვლენ პარლამენტთან და ყოველდღე გააპროტესტებენ. 

ყოველი ნაბიჯი, რომელიც არის დაუმორჩილებლობისკენ წასული, ნამდვილად არის რეჟიმის დემონტაჟის მომასწავებელი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ არის და არ წავიდა ფრუსტრაციაში 4 ოქტომბრის შემდეგ, რომელი ადამიანებიც არ დანებდნენ, სულ მცირე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ დგანან პოლიტპატიმრების მშობლები. რაღაც არ გამოვიდა, მერე რა, ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, ჩვენ მთლიანი ომი არ წაგვიგია "ქართულ ოცნებასთან" პირველ მცდელობაზე რაღაც არ გამოვა, მეორეზე არ გამოვა, მაგრამ მთავარი არის არ დავნებდეთ, შეუგუებლობა არის ქართველი ადამიანის, ქართული მენტალიტეტის...

თუ 4 ოქტომბერი არ იყო გამარჯვების დღე, აუცილებლად იქნება რომელიმე მათგანი, ძალიან დიდი პროცესი გველოდება. ასე, რომ რა თქმა უნდა, ვემზადებით ისევ გამარჯვებისთვის და შეიძლება ხვალ და ზეგ, შეიძლება ახლა ვერ გითხრათ რა იქნება ბრძოლის ხერხი, ბრძოლის გზა, მაგრამ ერთი რამე დანამდვილებით ვიცით, სახლში დაჯდომა ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის მონარქიას საქართველოში. აღარ იქნება ბიძინა? ბერა იქნება, ბერა არ იქნება? ცოტნე იქნება, ცოტნე არ იქნება უტა იქნება," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ლუკა ჭოხონელიძემ. 

შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

მსგავსი სიახლეები