პირველი აქცია ახალი აკრძალვების შემდეგ - რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა
პირველი აქცია ახალი აკრძალვების შემდეგ - სამოქალაქოს აქტივისტებისევ რუსთაველის გამზირზე დგანან. პროტესტის 324 დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია.
ბრძოლა გამარჯვებამდე! - ეს არის ხალხის პასუხი "ოცნების" გადაწყვეტილებებზე. მათი თქმით, როგორი კანონიც არ უნდა მიიღოს "ოცნებამ", ისინი რუსთაველზე მანც გამოვლენ.
ყოველი ნაბიჯი, რომელიც არის დაუმორჩილებლობისკენ წასული, ნამდვილად არის რეჟიმის დემონტაჟის მომასწავებელი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ არის და არ წავიდა ფრუსტრაციაშ 4 ოქტომბრის შემდეგ, რომელი ადამიანებიც არ დანებდნენ, სულ მცირე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ დგანან პოლიტპატიმრების მშობლები. რაღაც არგამოვიდა, მერე, რა? ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, ომი არ წაგვიგია "ქართულ ოცნებასთან". მთავარია, არ დავნებდეთ. ერთი რამ ზუსტად ვიცით, რომ სახლში დაჯდომა ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის მონარქიას საქართველოში, - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე.
რა ხდება რუსთაველის გამზირზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.