"პირველების" ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური ღარიბაშვილის ცოლის ძმის სახლშიც შევიდა

18.10.25 10:59
"პირველების" ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური ღარიბაშვილის ცოლის ძმის სახლშიც შევიდა

"პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის სახლის გარდა, ჩხრეკების სერია მისი ნათესავების სახლშიც ჩატარდა.

ჩვენი ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური ექს-პრემიერის ცოლის ძმის, ლექსო თამაზაშვილის სახლშიც შევიდა. 

როგორც "პირველებმა" გაარკვია, ტყვარჩელის ქუჩაზე მდებარე სახლში გამომძიებლები გუშინ დილის 10:00 სათიდან შევიდნენ. 

აღნიშნულს სახლში იმყოფებოდა "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი, თუმცა მას ადგილზე არავინ დახვდა. სავარაუდოდ, ლექსო თამაზაშვილი გამოკითხვაზე ჰყავდეთ გადაყვანილი. "პირველები" ამის გაკრვევას შეეცადა მის ოჯახის წევრებთანაც, თუმცა არცერთი მათგანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს

ახლა მთავარი კითხვაა, ეძებენ თუ არა ღარიბაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებებს და ემზადება თუ არა "ოცნება" ე ქსპრეემიერისთვის ხელბორკილების დასადებად.

ცნობისთვის, გუშინ, გამომძიებლები ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძეს სახლში იმყოფებოდნენ. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა მათთან დაკავშირებულ 8 პირის სახლშიც. როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.