მასწავლებლების დაჯილდოების ღონისძიებისთვის 900 ათას ლარამდე დაიხარჯება - ექსპერტები თანხის არარაციონალურ ხარჯვაზე საუბრობენ
866 ათასი ლარი მასწავლებლების დაჯილდოების ერთი ცერემონიისთვის - განათლების სამინისტრო წელსაც ღონისძიების ორგანიზებაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა და ცერემონიისთვის საჭირო მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა მოითხოვა.
ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყნის სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ მოუგვარებელია, მასწავლებელთა დიდი ნაწილის ანაზღაურება კი დაბალია.
განათლების ექსპერტი რევაზ აფხაზავა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებას „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პლაგიატს უწოდებს და თანხების ფლანგვაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ძვირადღირებული ცერემონიების ნაცვლად, რესურსები მასწავლებლების შრომის ღირსეული ანაზღაურებისა და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებისკენ უნდა მიმართოს.
მასწავლებლის ჯილდო, რომელიც არის მახინჯი პლაგიატი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსი, რპმელიც მართლა საგანმანათლებლო საზოგადოების აღიარებული ჯილდოა, გააკეთოს ვითომ რაღაც პლაგიატი იმისთვის, რომ მთავრობის ხალხი შეკრიბონ, თითონ შეარჩიონ და არანაირი აღიარება არ აქვს, ცხადია, ახლა იქ ღირსეული მასწავლებლებიც არიან და ასე ფლანგავენ აი, ამ ფულს. ამ ღონისძიებების კეთებას, ჯობია, რომ მიხედონ მასწავლებლებს და აკეთონ მართლა ის, რაც მასწავლებლისთის, განათლების სისტემისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს პროფესიონალი მასწავლებლები და მათ ჰქონდეთ ღირსეული შრომის ანაზღაურება, - ამბობს განათლების ექსპერტი რევაზ აფხაზავა.
კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე თანხის გამარტივებული წესით დახარჯვის მოთხოვნასაც აკრიტიკებს. მისი განცხადებით, სამინისტროს ღონისძიების წინასწარ დაგეგმვისა და ტენდერის გამოცხადების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ეს არ გააკეთა. დონაძის შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც სკოლების ნაწილი ავარიულია, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კი მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა, ერთ ცერემონიაზე 866 ათასი ლარის დახარჯვა არარაციონალურია.
გამარტივებული შესყიდვა იმ მოტივით, რომ სახელმწიფო მნიშნელობის ღონისძიებაა და ამის გათლა შეუძლებელია, ეს არის ტყუილი. წლის დასაწყისში თავისუფლად შეიძლებოდა აღნიშნული ღონისძიების გათვლა და შემდეგ ტენდერის გამოცხადება, მე არ ვიძახი ექსკლუზიურ უფლებამოსილებებზე, მაგრამ აქ ექსკლუზიური უფლებამოსილებით არ არის. როდესაც ამდენი პრობლემაა განათლების მიმართულებით მასწავლებლის დღის აღსანიშნავად, მაშინ, როდესაც მასწავლებელს პირობები არ აქვს და პირობებში ვგულისხმობ, რომ სკოლა არ აქვს და ერთი მასწავლებელი ორ სკოლაში დადის, რომ განაყოფ კლასებში შევიდეს იმიტომ, რომ სკოლა დანგრეულია, ასეთ დროს, ცოტა არ იყოს, არარაციონალურია ამხელა თანხების გადახდა, - მაბობს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.