„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ - რა თქვეს სასამართლოში ვატო ყიფიანმა და "კაწრომ"

25.11.26 17:02
„ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ?!“ - რა თქვეს სასამართლოში ვატო ყიფიანმა და "კაწრომ"

სასამართლოში ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის (კაწრო) რესტორანში ჩხუბის საქმის განხილვა გრძელდება.

პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა პროცესზე თქვა, რომ  წინასწარი პატიმრობის სხვა ზომით შეცვლის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები. 

პროკურორის ამ განცხადებაზე  ვატო ყიფიანმა თქვა: „ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ?". 

პროკურორმა აღნიშნა ისიც, რომ წარსულში ჩადენილი ქმედებებისთვის, ავთანდილ ბილანიშვილს არაერთხელ დაჰკისრებია ჯარიმა.

„როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას”, - უთხრა პროკურორს "კაწრომ". 

სასამართლომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. საქმის მასალების მიხედვით, 14 ოქტომბერს ამჟამად დაკავებულები კაცს ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

  • დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და  ავთანდილ ბილანიშვილი სხვა პირებთან ერთად ბრალდებულები არიან ციხეში პატიმარ დავით ფექიარიშვილის ცემის საქმეზეც. 

  • 40 წლის პატიმრის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება წარუდგინათ ასევე : ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას.

საბოლოდო კი სხდომა რესტორანში მომხდარი ჩხუბის საქმეზე ისე დასრულდა, რომ არც "კაწროს" და არც ვატო ყიფიანს საკანში დავით ფეიქრიშვილზე ორგანიზებული თავდასხმის შესახებ არაფერი უთქვამთ.  

მსგავსი სიახლეები