პროკურატურა მარიამ მეყანწიშვილის მიმართ გირაოს ითხოვს
მუხლი, რომელიც მარიამ მეყანწიშვილს წარუდგინეს, 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამოქალაქო აქტივისტს პროკურატურამ ბრალი 226-ე მუხლით წარდუგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სახემწიფო ბრალდება რიგი მიზეზების გათვალისიწნებით, მეყანწიშვილის მიამრთ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა - მარიამ მეყანწიშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის აშკარა დაუმორჩილებლობის მიზნით, 4 ოქტომბერს, ათონელის ქუჩაზე ყოფნისას, მოახდინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემდგომი მოქმედებების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ რუსთაველის გამზირი N21-ში მდებარე ოფისში. აღნიშნულის შემდეგ, ათონელის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა ძალადობრივი ქმედებები, რა დროსაც მასში მონაწილე პირები, მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა კუთვნილ ქონებას, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებს და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით პროკურატურა მარიამ მეყანწიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.