შსს: 27 წლის კაცმა 25 წლის პირს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და მიიმალა

18.10.25 11:30
შსს: 27 წლის კაცმა 25 წლის პირს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და მიიმალა

თბილისში  27 წლის კაცმა 25 წლის პირს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და მიიმალა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავცრელებს. გელა გელაძის უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. 

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის გამოყენებით 2000 წელს დაბადებულ ი.დ.-ს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. 

სამართალდამცველებმა გ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები