შსს: არასრულწლოვნები ცივი იარაღით, ჯგუფურად ტაქსის მძღოლს თავს დაესხნენ და ფული წაიღეს

18.10.25 11:45
შსს: არასრულწლოვნები ცივი იარაღით, ჯგუფურად ტაქსის მძღოლს თავს დაესხნენ და ფული წაიღეს

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანია დაკავებული - ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს. 

გელა გელაძის უწყებსი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვნები ცივი იარაღით, ჯგუფურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ტაქსის მძღოლს. ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად,  ბრალდებულები ავტომობილის სალონში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 

ყაჩაღური თავდასხმისას დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 5 არასრულწლოვანი თბილისში დააკავეს. 

ჯგუფურად ჩადენილი  ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2009 წელს დაბადებული ქ.ა., 2008 წელს დაბადებული ლ.ზ., 2007 წელს დაბადებული მ.მ., 2008 წელს დაბადებული ლ.ქ. და 2008 წელს დაბადებული ლ.წ.
დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები