2 მცირეწლოვანი და ოჯახი ფინანსურად მასზეა დამოკიდებული - დაკავებული ყოფილი პოლიციელის ცოლი ლომიძის გათავისუფლებას ითხოვს
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლციელის, იური ლომიძის ცოლი ქმრის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლას ითხოვს.
როგორც თეო ახრახაძე სოციალურ ქსელში წერს, დაკავებული ყოფილი პოლიციელი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია - 2 "მცირეწლოვანი შვილი და მთელი ოჯახი ფინანსურად და ყველაფრით მასზე ვართ დამოკიდებული".
მისი თქმით, იურის არაგათავისუფლებით ოჯახს დიდი ზიანი მიადგება.
იური არის ოჯახის და ქვეყნის მოყვარული ადამიანი, მასზე არის ორი მცირეწლოვანი შვილი ფინანსურად და ისეც მთლიანად დამოკიდებული. სკოლაშიც კი ვერ წავლენ ბავშვები მამის გარეშე, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიდის. მისი არ გათავისუფლებით ძალიან დიდი ზიანი მიადგება უამრავ ადამიანს, მე, ჩემს შვილებს, ჩემსა და მის მშობელს. ყველა ვართ მასზე დამოკიდებული. გთხოვთ, დამეხმარეთ გაზიარებაში, რომ ეს უდანაშაულო ადამიანი დღესვე დაუბრუნდეს ოჯახს და გათავისუფლდეს გირაოს სანაცვლოდ!" - წერს ცოლი.
იური ლომიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.