შსს: 12 ავტომანქანის საქარე მინები დააზიანა და ავტომობილში არსებული ნივთები მოიპარა - დაკავებულია 19 წლის პირი

18.10.25 12:37
შსს: 12 ავტომანქანის საქარე მინები დააზიანა და ავტომობილში არსებული ნივთები მოიპარა - დაკავებულია 19 წლის პირი

ქურდობის ბრალდებით შსს-სმ 2006 წელს დაბადებული ჯ.ქ. დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება,  გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ჯ.ქ.-მ საბურთალოს რაიონში, ღამის საათებში 12 ავტომანქანის საქარე მინები დააზიანა და ავტომობილში არსებული ნივთები მოიპარა.

„დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ჯ.ქ.-მ საბურთალოს რაიონში, ღამის საათებში 12 ავტომანქანის საქარე მინები დააზიანა და ავტომობილში არსებული ნივთები მოიპარა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯ.ქ. დააკავეს. დაკავებულმა მის მიერ, 8 ოქტომბერს აფრიკის დასახლებაში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები