ამ წამს ლამის შვილი მომიკვდა ...- თამუნა იარაჯული დახმარებას ითხოვს
"ამ წამს ლამის შვილი მომიკვდა" - ამის შესახებ თამუნა ირაჯული სოციალურ ქსელში წერს და დახმარებას ითხოვს.
როგორც სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდის დედა ამბობს, შვილი ხელში იმის გამო აკვდება, რომ ქვეყანაში ამ დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტი არ არსებობს.
ოდესმე ამ ქვეყანას რამე ეშველება? - წერს სოციალურ ქსელში იარაჯული.
შვილი ხელში მაკვდება და ამ ტელევიზორში სულ დაკავებების ბრიფინგებია, სახელმწიფო დამხობის მცდელობაზე და ჩვენ სასიკვდილო განაჩენზე რა ვქნათ?
ოდესმე ამ ქვეყანას რამე ეშველება, ერთი ვიზიტი არც ხუთი არ შველის ვერც ემიგრაციაში მივდივარ მომიკვდა ამ წამს შვილი ლამის მომიკვდა გესმით!
მუდმივად სჭირდება მეთვალყურეობა ამ დაავადებას და წამლების შერჩევა რაც არაა ამ დასაწვავ ქვეყანაში ❗️"- წერს იარაჯული.