პოლიცია აქციის მონაწილეებს აჯარიმებს

18.10.25 22:39
პოლიცია აქციის მონაწილეებს აჯარიმებს

აქტივისტების ცნობით, თბილისში პოლიცია აქციის მონაწილეებს აჩერებს და მათ აჯარიმებს.

მიზეზად გეკა გელაძის უწყების წარმომადგენლები აქციაზე სახის დაფარვას ასახელებენ.

გააჩერეს მოქალაქეები ელექტრო-ტრანსპორტით მოძრაობისას დამცავი ჩაფხუტის ტარების, თბილი ქუდი/კაშნესა და პირბადის ტარებისთვის.  
დაილუქა ლარა ნაჭყებიას ქუდი/კაშნე, დავით გოგიჩაიშვილის პირბადე და საბა ჯაფარიძის ბალაქლავა.

"ქართული ოცნების" კანონის თანახმად, აქციაზე სახის დაფარვა  15-დღიან პატიმრობასა და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას ითვალისწინებს.  

მსგავსი სიახლეები