სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძე ბრალს არ აღიარებს

18.10.25 23:05
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძე ბრალს არ აღიარებს

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ბრალს არ აღიარებს.

როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

რუსულ კოლაბორაციაში მყოფი ხელისუფლების კრიტიკა დანაშაული არ არის- თქვა კვაჭანტირაძემ პროცესზე.

არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალს. თუკი საქართველოს სიყვარული და ერთგულება, ამასთანავე რუსულ კოლაბორაციაში მყოფი ხელისუფლების კრიტიკა და მშვიდობიანი პროტესტი არის დანაშაული, მაშინ დამნაშავედ ჩამთვალეთ. რა თქმა უნდა არ ვცნობ თავს დამნაშავედ,- თქვა მან.

მსგავსი სიახლეები