ჩხრეკები ექსმაღალჩინოსნების სახლებში - საქმის ფიგურანტები საჯაროდ არ ჩნდებიან

19.10.25 11:06
ჩხრეკები ექსმაღალჩინოსნების სახლებში - საქმის ფიგურანტები საჯაროდ არ ჩნდებიან

ექსმაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკიდან 2 დღის შემდეგაც გამოძიება არ ამბობს, რომელი მუხლებით აწარმოებს გამოძიებას. მომხდარის შემდეგ  საჯაროდ არ გამოჩენილან არც საქმის ფიგურანტები. 

"პირველები" დღეს ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მივიდა, სადაც დაცვის თანამშრომლები ამ დრომდე იმყოფებიან. ადგილზეა ექსპრემიერის ავტომობილებიც. ჯერჯერობით ისევ უცნობია, სახლში იმყოფება თუ არა თავად ირაკლი ღარიბაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილისგრიგოლ ლილუაშვილისოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.

სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.

როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელისძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში. 

მისივე თქმით, ამოღებულია: 

  • 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
  • 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
  • ძვირადღირებული ნახატები
  • დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად
  • 119 ელექტრომოწყობილობა.

სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.

მსგავსი სიახლეები