დღეს საღამოს ჩემს თანამებრძოლებს შევუერთდები - მარიამ მეყანწიშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

19.10.25 11:29
დღეს საღამოს ჩემს თანამებრძოლებს შევუერთდები - მარიამ მეყანწიშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

 

 

აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, რომელმაც გუშინ საპატიმრო 10 000 ლარიანი საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა, ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. ამბობს, რომ დღესაც თანამებრძოლებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იდგება.

აქტივისტი მიიჩნევს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ არა ხმაური, რომელიც მისმა თანამებრძოლებმა ატეხეს, შესაძლოა, მოსამართლეს ისიც, სხვების მსგავსად, პატიმრობაში გაეშვა. 

რომ არა ჩემი თანამებრძოლების ასეთი ბრძოლა ჩემთან მიმართებაში, რომ არა ამდენი აქტივობა, რომ არა ამდენი ხმაური, დამერწუმენთ, მეც იმ ადამიანებთან ერთად გამიშვებდნენ პატიმრობაში, როგორც დანარჩენ ოთხის შემთხვევაში იყო. ამიტომ წინააღმდეგობას აუცილებლად ძალიან დიდი აზრი აქვს. ყველაზე ასე უნდა ვიხმაუროთ, შევაწუხოთ ყველა სტრუქტურა, რომელიც უსამართლოდ ექცევა რეჟიმის ტყვეებს და აწ უკვე აზრის გამოხატვისთვის რუსთაველზე მდგომ ადამიანებს. აბსურდია, როდესაც აზრის გამოხატვის გამო, უბრალოდ აქციაზე დგომის გამო გაკავებენ. დღეს საღამოს მეც ჩემს თანამებრძოლებს შევუერთდები აუცილებლად და ყველანაირ ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ ჩვენი აზრი და თავისუფლება დავიცვათ, - ამბობს მეყანწიშვილი. 

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა მარიამ მეყანწიშვილმა რუსთავის ქალთა საპატიმრო დატოვა. მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და აქტივისტები დახვდნენ. 

17 ოქტომბერს დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს პროკურატურა 4 ოქტომბერს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება. 

დღეს მოსამართლემ მარიამ მეყანწიშვილს 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. თანხა აქტივისტს მოქალაქეებმა აუგროვეს. 

 

მსგავსი სიახლეები