„ალფა პვპ“, „კოკაინი“ და გამომშრალი „მარიხუანა" - აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

19.10.25 11:33
„ალფა პვპ“, „კოკაინი“ და გამომშრალი „მარიხუანა" - აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ალფა პვპ“, „კოკაინი“ და გამომშრალი „მარიხუანა“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები