"ფურცელს მაწვდის და მეუბნება, ლექსი დავწერე შენზეო" - რეზო კიკნაძე ირაკლი ნადირაძის დაწერილ ლექსს აქვეყნებს
სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც დაკავებული პოლიტიკოსის, ირაკლი ნადირაძის შესახებ წერს. მისი თქმით, ენმ-ს ლიდერმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებზე და მასზე ლექსი დაწერა, რომლის ინსპირაციაც მისი საწოლის თავზე გაკეთებული წარწერა: "ცეცხლის ოლიგარქიას!" გახდა.
ირაკლი როგორც კი შემოვიდა, ეგრევე აღმოვაჩინეთ, რომ ორივეს ლექსები გვიყვარს, თან ის თურმე კარგადაც წერს.
მეორე დღეს,საღამოს ფურცელს მაწვდის და მეუბნება, ლექსი დავწერე შენზეო.
შენი საწოლის თავზე დიდი ასოებით, რომ აწერია ,,ცეცხლი ოლიგარქიას", ეგ იყო ინსპირაცია.
საყვარლობაა.
თქვენ კი კითხვისას სტრიქონების პირველ ასოებს დააკვირდით.
რადგან გული,ოთხ კედელშიც გულია,
ესმით ბგერა საქართველოს შვილებს,
ზოგჯერ ბრძოლა სიმართლისთვის რთულია,
ომი უწევთ თავდადებულ გმირებს,
კაცი თუ ხარ და კაცი გქვია,
იბრძვი ისე, ვით შინდისის ლომები,
კვლავ ცხელია დღეს რუსული ტყვია,
ნუ გგონიათ,რომ დამთავრდა ბრძოლები,
ახლა დროა კვლავ ფერფლიდან აღვდგეთ,
ძლევა უნდა რუსის ყველა ლაქიას.
ერთად უნდა მთელი ერი დავდგეთ.
და შევძახოთ: "ცეცლი ოლიგარქიას"!
-ირაკლი ნადირაძე
09.10.2025
საკანი 38