"ოცნებამ" შემზღუდავი კანონების აღსრულება დაიწყო - დაკავებულია ორი ქალი აქტივისტი

19.10.25 13:14
"ოცნებამ" შემზღუდავი კანონების აღსრულება დაიწყო - დაკავებულია ორი ქალი აქტივისტი

"ოცნების" ხელისუფლებამ შემზღუდავი კანონების აღსრულება დაიწყო. სამართალდამცველებმა დააკავეს ორი ქალი - ნინო სვანიძე და ლარა ნაჭყებია, რომლებიც გუშინდელ პროტესტში მონაწილეობდნენ.

შსს-ს ცნობით, სვანიძეს ბრალად ედება  გზის გადაკეტვა, ხოლო ნაჭყებიას - სახის დაფარვა აქციის დროს. 

თვითმხილველების თქმით, მათი დაკავება პროცედურების დარღვევით მოხდა და ოჯახები, გარკვეული დროის განმავლობაში, ვერ ახერხებდნენ მათ პოვნას.

სრულიად უკანონოდ მოხდა დაკავება. ადამიანს დაადგნენ სახლში დასატერორებლად იმისთვის, რომ პოლიციის განყოფილებაში გადაეყვანათ მაშინ, როცა არავითარი საფუძველი არ იყო. როგორც თვითონ პოლიცია ამბობს, მას ედავებიან იმას, რომ შარფი ეკეთა და იდგა ტროტუარზე. ანუ გზის გადაკეტვასაცა არ ედავებიან, რასაც მთელი ეს პერიოდი პროაპაგანდით ავრცელებდა "ქართული ოცნება". წარმოიდგინეთ სიბოროტის და სიგიჟის მასშტაბი, რასაც "ოცნება" აკეთებს. ეს არის ტერორის ახალი მასშტაბი, სრულიად გაუგონარი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი ახსნა არ აქვს. მტკიცებულება არავის ჰქონია. პოლიციასაც ვეკითხებოდით, ვინ დაინახა, მაგრამ ვერ ამბოიბდნენ, - ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი. 

"დროას" წევრი გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ მსგავსი რეპრესიული კანონების შემოღეა "ოცნების" სისუსტეზე მიუთითებს, რომელიც აქციის მონაწილეების დაშინებას და პროტესტის ჩახშობას ცდილობს.  

რეჟიმი ცდილობს, დათესოს შიში. რეჟიმი ცდილობს, დაამკვიდროს უპრეცედენტოდ რეპრესიული კანონმდებლლობა ამ ქვეყანაში, ცდილობს, ეს რეპრესიები დააკანონოს და ერთადერთი სწორი გზა, რომ ეს არ მოხდეს, არის საერთო სახალხო წინააღმდეგობა ამ რეპრესიების მიმართ. ნინო სვანიძის და სხვათა დაკავება, არის რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ადამიანები შეაშინოს, რომ ადამიანები დაარწმუნოს, რომ რუსთაველზე გასვლას აზრი არ აქვს, რომ თითქოს რეჟიმი იღებს გადაწყვეტილებებს ყველაფერზე ამ ქვეყანაში. სინამდვილეში, რეჟიმი არის ისეთი სუსტი, როგორც არასდროს უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. ამისთვის სჭირდება სწორედ ეს რეპრესიული კანონმდებლობა. ეს კანონმდებობა კარგი ცხოვრებით ნამდვილად არ არის ანპირობებული. ამიტომ, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, ვისთვისაც ამ ქვეყნის თავისუფლება, ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია, რომ დავდგეთ ერთად, - ამბობს გიგია ლემონჯავა.

მსგავსი სიახლეები