სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა
გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა. ფაქტის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ნათია გაბუნია ავრცელებს.
ასევე ცნობილია, რომ ამავე ბრალდებით დღეს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.
რუსთაველის გამზირის გადაკვეტის ბრალდებით ჯამში, უკვე 9 პირია დაკავებული.
მათ 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ.