ვახო სანაიას დაკავებას დამოუკიდებელი მედიის შევიწროებად განვიხილავთ - "ფორმულას" განცხადება

19.10.25 16:53
ვახო სანაიას დაკავებას დამოუკიდებელი მედიის შევიწროებად განვიხილავთ - "ფორმულას" განცხადება

ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "ფორმულა" განცხადებას ავრცელებს. მედია წერს, რომ კოლეგის დაკავებას  ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებად განიხილავს.

"ფორმულა" ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

„დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა. მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან. „ფორმულა“ მის  დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან. 

ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ. 

ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის, ასევე „კვირის ფორმულას“ წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ“
 

„ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს, - ნათქვამია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები