"სრული სიგიჟე და ტერორი" - შუშანა მაცაბერიძე მასობრივ დაკავებებზე

19.10.25 17:08
"სრული სიგიჟე და ტერორი" - შუშანა მაცაბერიძე მასობრივ დაკავებებზე

 

 

"სრული სიგიჟე და ტერორი" - ასე აფასებს აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე დღეს განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, მოქალაქეებს სახლებთან ხვდებიან და აკავებენ.

მაცაბერიძე ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლებას აქციის მონაწილეების დაშინება არ გამოუვა.  

დღეს მოაწყვეს სრული სიგიჟე, ტერორი, სადარბაზოდან გამოსულ ადამიანებს სახლებთან ხვდებიან. ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო ლევან ჯობავასთანაც, ნინო სვანიძესთანაც და სხვებთანაც. ლევან ჯობავა სახლიდან გამოვიდა მის მეუღლესთან და 3 წლის შვილთან ერთად და მოხდა მისი დაკავება მათ თვალწინ. მას, სხვების მსგავსად, გზის გადაკეტვას ედავებიან და ჰგონიათ, რომ ამით ვინმეს გააჩერებენ და სახლში დასვამენ, თუმცა ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე საათის წინ, რომ დაიდო ქარდი, სადაც მოქალაქეები უკვე აანონსებენ შეკრებას სახელწოდებით " არ შევეგუებით რეჟიმს", - ამბობს შუშანა მაცაბერიძე. 

რუსთაველზე გზის გადაკეტვის ბრალდებით, ჯამში უკვე 12 პირია დაკავებული.  

მსგავსი სიახლეები