ვინ არიან "ოცნების" ახალი პატიმრები - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულთა უმძიმესი ისტორიები

19.10.25 20:43
ვინ არიან "ოცნების" ახალი პატიმრები - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულთა უმძიმესი ისტორიები

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პენსიონერის, დავით გიუნაშვილის ისტორია უმძიმესია. მისმა სიტყვამ სასამართლოში პოკურორის და მოსამართლის გარდა, ყველა აატირა. 70 წლის კაცი სამაჩაბლოდან დევნილია. ერთადერთი სახლი მას რუსებმა დაუწვეს, ამიტომ ხელოსანი თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და მძიმე ოპერაციების მიუხედავად, ოჯახის სარჩენად მაინც ფიზიკურად შრომობდა.

მოსამართლემ ციხეში გაუშვა დავით ღურწკაიაც. მას 3 წლის შვილი ჰყავს, არასრულწლოვანმა უყურა, როგორ დააკავეს ნიღბიანებმა მამა და დასახმარებლად ბავშვმა მამას სათამაშო იარაღი მიაწოდა. ღურწკაია ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ამიტომ ახლა უცნობია, როგორ მოახერხებს ოჯახი თბილისში, ნაქირავები ბინის თანხის გადახდას. 

დარბაზში მყოფმა ხალხმა ემოცია ვერ შეიკავა, როცა მოსამართლეს ყოფილმა პოლიციელმა, ილური ლომიძემ მიმართა. თავდაცვის ძალებისა და შსს-ს ყოფილმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. დარბაზიდან შვილებსაც მიმართა და ემოცია ვერ შეიკავა. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები