"ჩეჩნეთში გავიღვიძეთ" - "ოცნებამ" ევროპული მომავლის მცველების წინააღმდეგ შემზღუდავი კანონის აღსრულება დაიწყო
გელაძის უწყებამ შემზღუდავი კანონის აღსრულება დილიდან დაიწყო. პირველი სამიზნეები ქალები აღმოჩნდნენ.
სამართალდამცველებმა მოძრაობა „დროას“ წევრი ნინო სვანიძე სახლთან დააკავეს, მას ადვოკატთან დაკავშირების უფლებაც არ მისცეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე წუთში ხელბორკილები დაადეს ლარა ნაჭყებიასაც, რომელსაც ბრალად წაუყენეს, რომ აქციაზე სახეზე პირბადე ეკეთა.
დაკავებები პარალელურად მიმდინარეობდა ქალაქის სხვადასხვა უბანში - პოლიცია მოქალაქეებს სახლებთან, ქუჩებში და სასაფლაოზეც აჩერებდა.
მოგვიანებით დაკავებულთა შორის აღმოჩნდა ჟურნალისტი ვახო სანაიაც. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა იგი სახლიდან მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოსვლისას დააკავეს. სანაია პირდაპირ საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სამართალდამცველების განმარტებით, ის სამართალდამრღვევია, რადგან აქციის დროს გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.