დაასანქცირე "ქართული ოცნება"! - საპროტესტო მარში თბილისში
„დაასანქცირე ქართული ოცნება!“ - ამ ლოზუნგით მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ.
მათ ასევე მადლობა გადაუხადეს აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და მოუწოდეს, დემოკრატიული მოძრაობის დახმარება გააგრძელონ.