რუსთაველის გამზირი დღესაც პროტესტის ეპიცენტრია - რა გზავნილები აქვთ მოქალაქეებს

19.10.25 20:25
რუსთაველის გამზირი დღესაც პროტესტის ეპიცენტრია -  რა გზავნილები აქვთ მოქალაქეებს

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები დღესაც იკრიბებიან. ადგილზე მყოფები ავტომობილებს დროშებით და შეძახილებით აცილებენ. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაანონსებული დაკავებების არ ეშინიათ და რუსთაველზე პროტესტი კვლავაც გაგრძელდება.

აქედან კიდევ ერთხელ ვუპასუხებთ ძალოვან სტრუქტურას და არალეგიტიმური "ოცნების" რეჟიმს, რომ ქართველ, დამოუკიდებელ, თავისუფალ საზოგადოებას ისინი ვერ შეაშინებენ. მათ ურჩევნიათ მიხედონ შიდა წრეებს იმ მილიონებს, რომელსაც 13 წლის განმავლობაში თავადაც და რეჟიმის სხვა ჩინოვნიკებიც ბიუჯეტიდან იპარავდნენ, ხალხის ხარჯზე მდიდრდებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოს იზოლაციისთვის. ჩვენ, ქართულ საზოგადოებას ბიძნას რუსქოცური რეჟიმი ვერ შეგვაშინებს. დაიჭერენ ერთ ადამიანს გამოვა 10, დაიჭერენ 10? გამოვა 1000, დაიჭერენ 1000? გამოვა 10 ათასი, რომელსაც ვერღა დაიწერენ, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის შეუერთდა ევროპის მოედნიდან წამოსული მარში. "დაასანქცირეთ ქართული ოცნება" - ამ ლოზუნგით მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირამდე საპროტესტო მსველობა მოაწყვეს. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.  

მსგავსი სიახლეები