პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გახსნისკენ მოუწოდა

19.10.25 21:12
პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გახსნისკენ მოუწოდა

რუსთაველის გამზირზე გამართული პროტესტის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა შეაჩერეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. სამართალდამცველების განცხადებით, წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული ზომები.

მომიტინგეებმა პოლიციის მიმართვას სტვენითა და შეძახილებით უპასუხეს, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა კვლავ პარალიზებულია და აქცია გრძელდება.

მსგავსი სიახლეები