დამოუკიდებელი მედიები: ვახო სანაიას დაკავება თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია
30-ზე მეტი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია ვახო სანაიას მხარდაჭერას უცხადებს და მის დაკავებას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
ერთობლივ განცხადებაში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბოლო ორ წელია დამოუკიდებელი მედია "ოცნების" სამიზნეა და ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მათივე თქმით, ამ ფონზე ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა.
19 ოქტომბერს დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას. პოლიცია მას გზის გადაკეტვას ედავება.
დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას. მიგვაჩნია, რომ მისი დაკავება რეპრესიების მაგალითი და “ქართული ოცნების” მხრიდან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ბოლო ორი წელია, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების რეპრესიების სამიზნეა. მზია ამაღლობელის პატიმრობა, მუქარა, ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა და რეპრესიული კანონები — ეს “ქართული ოცნების” მხრიდან მედიაზე ზეწოლის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ამავდროულად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ამ დრომდე არავინ დასჯილა.
მიუხედავად ზეწოლის არაერთი მცდელობისა, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის და ერთად ვდგავართ სიმართლისა და დამოუკიდებლობის იდეის მხარეს, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები [სია განახლებადია]:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია/"მედიაჩეკერი“;
მედიასახლი "გურია NEWS“;
მედია აპრილი;
ინდიგო;
ბათუმელები/ნეტგაზეთი;
რადიო WW;
აჭარა თაიმსი;
მედიაჰოლდინგი "ქრონიკა+“;
რადიო "მარნეული“;
სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი|TOK ;
ქართლის ამბები;
ჩემი ხარაგაული;
ტვ კავკასია;
ტაბულა;
ტვ პირველი;
Artarea;
რადიო ქალაქი;
On.ge;
სტუდია "მონიტორი“;
"ინფო იმერეთი“;
BMG (Business Media Georgia);
ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი;
ფორმულა;
სამხრეთის კარიბჭე;
ქუთაისიპოსტი;
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი;
პროექტი 64;
პუბლიკა;
Chai Khana;
მაუწყებელი;
აი, ფაქტი;
გურიის მოამბე.