ფიზიკური ძალადობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა რუსთავში - დაკავებულია 2 პირი

20.10.25 10:01
ფიზიკური ძალადობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა რუსთავში - დაკავებულია 2 პირი

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძალადობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი 2 პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს არცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები, რუსთავში, ყოფით ნიადაგზე მომდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ერთ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას 1976 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ზ.ე.-მ მუცლისა და ფეხის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ზ.ე. და ნ.ნ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები