მიუნხენის აეროპორტში დრონების შესახებ შეტყობინების გამო ფრენები დროებით შეჩერდა

20.10.25 10:19
მიუნხენის აეროპორტში დრონების შესახებ შეტყობინების გამო ფრენები დროებით შეჩერდა

ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული აეროპორტი, მიუნხენის აეროპორტი, შაბათ საღამოს დროებით შეაჩერეს უცნობი დრონების გამოჩენის შესახებ შეტყობინებების გამო. თუმცა, როგორც სააგენტო AP წერს, სამართალდამცველებმა ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ შეძლეს.

პოლიციისა და აეროპორტის წარმომადგენლების თქმით, „საეჭვო ობიექტები“ რამდენიმე ადამიანმა შენიშნა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა და აეროპორტის მუშაკებმა. 

აეროპორტის ცნობით, ინციდენტის გავლენა რეისების განრიგსა და მგზავრებზე უმნიშვნელო იყო - სამი ფრენა დროებით გადაამისამართეს, თუმცა მათგან ორი საბოლოოდ მიუნხენში დაეშვა, ხოლო ერთი რეისი გაუქმდა.

გერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ შემოწმების შედეგად დრონები ან საეჭვო ობიექტები არ აღმოჩენილა. მედიის ინფორმაციით, აეროპორტის მუშაობა შუაღამემდე სრულად აღდგა, ხოლო კვირას ფრენები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები